თსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისთვის – უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში – ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2026 წლის კურსდამთავრებულთათვის – ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;
გ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის – "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (საჭიროებისა და ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი);
ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) ფოტოსურათი (3X4) – 2 ცალი;
თ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.
დოკუმენტები (შესაბამისი წესით დამოწმებული) მატერიალურად უნდა წარმოადგინოთ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 18 და 21 სექტემბერს, 10:00-დან 17:00 საათამდე, I კორპუსის 208-ე ოთახში.
რეგისტრაციის პროცესში წარმოშობილი დაბრკოლების/სირთულის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ფაკულტეტის ადმინისტრაციას.
საკონტაქტო პირები: ekaterine.andghuladze@tsu.ge tinatin.cholokashvili@tsu.ge
ტელ.: 2 25 04 84 (შიდა 1734 ).
წარმატებებს გისურვებთ!
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია